Saturday, July 11, 2015

დღე მე-9
პროექტის გეგმის დადებითი და უარყოფითი მხარის დასადგენად რეფლექსია მნიშვნელოვანი იყო.  ძალიან დამეხმარა პროექტის შეფასების კრიტერიუმი.
კიდევ ერთხელ გადავხედეთ მოდულებს. ბავშვის ნამუშევარი პოვერ პოინტიში თავად მოსწავლეებს გავაკეთებინე. ვფიქრობ, საგრძნობლად უკეთესი გამოვიდა. სათაურიც თავად შეცვალეს. მასში ინტრიგა ჩანს.
პროექტის გეგმის შაბლონი ჩემთვის იყო ფასილიტაცია. პროექტებს ადრეც ვაკეთებდი, მაგრამ გეგმის გაწერას  ნაწარმოების წაკითხვიდან არ ვიწყებდი.ტრეინინგი ძალიან დამეხმარება მის სრულყოფაში. მომავალი პროფესიული განვითარების სქმისთვის მნიშვნელოვანია...

Wednesday, July 8, 2015

დღე მე-8
გავიგეთ,რამდენად მნიშვნელოვანია ფასილიტაცია მოსწავლეებისათვის. ეს იქნება მათთვის დამხმარე აქტივობა, რომელიც გაუმარტიბებთ დავალების შესრულებას.ექნებათ შინაგანი მოტივაცია.კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ბროშურის გაკეთება. რამდენად კარგი გამომივა არ ვიცი, მაგრამ უნდა ჩამითვალო, რადგან ის იქნება დებიუტი. ნათქვამია, შეცდომებზე სწავლობენ...

Monday, July 6, 2015

დღე მე-7
დიფერენცირებული სწავლებისათვის მნიშვნელოვანია  გარდნერისა და ბლუმის მატრიცა.ეს მორგებულია მოსწავლეთა უნარებზე. ამით შევძლებთ სტანდარტის დაძლევას.დაგვეხმარება სხვადასხვა დონის მოსწავლეთა ჩართულობაში.

Saturday, July 4, 2015

დღე მეექვსე
კიდევ ერთხელ გავიხსენეპროექტის შინაარსისა და სტანდარტის  პოვერ პოინტიში ასხვა.გავეცანი ვიკის გვერდს, მის გამოყენებას, ჩეკლისტებს...

Wednesday, July 1, 2015

დღე მეხუთე
საინტერესო იყოკავშირები, რადგან მნიშვნელოვანია განმავითარებელი შეფასების დროს.
დავაკონკრეტე პაუერ პოინტში მუშაობა. კერძოდ,საინტერესო რეკომენდაციები მივიღე სლაიდშოუებზე მუშაობისას, რომელიც მნიშვნელოვანია პროექტისათვის!

Monday, June 29, 2015

დღემეოთხე
განვიხილე შეფასების მეთოდები.შევაჯერე მეთოდები პროექტის სრულყოფისათვის.დავაკონკრეტეპროექტის მიმდინარეობა...